04/05/2022
12:09
პოლიტიკა
ჩვენ ვაზუსტებთ იურიდიულ დეტალებს, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ, დაეხმარება „ბორჯომს“ და ქართული ბორჯომის ინტერესებს, მათ შორის დასაქმებულების ინტერესებს და მეორე მხრივ, იქნება შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კომპანია „ბორჯომთან“ დაკავშირებით განაცხადა.
ჩვენ ვაზუსტებთ იურიდიულ დეტალებს, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ, დაეხმარება „ბორჯომს“ და ქართული ბორჯომის ინტერესებს, მათ შორის დასაქმებულების ინტერესებს და მეორე მხრივ, იქნება შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კომპანია „ბორჯომთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
„ჩვენ ვმუშაობთ პირველი დღიდან, მას შემდეგ რაც „ბორჯომის“ დამფუძნებელი კომპანიის რამდენიმე აქციონერი სანქცირებულია, როგორც იცით რამდენიმე მარეგულირებლის მიერ. ეს პროცესი არის კომპლექსური, იმიტო რომ, თქვენ იცით, რომ საქართველოს არის საერთაშორისო გადაწყვეტილებების და საერთაშორისო საფინანსო ეკონომიკური სანქციების ნაწილი, რომელიც კონსესუსის ფარგლებშია მიღებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ამიტომ, ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და სიფრთხილით ვეკიდებით გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. შესაბამისად ჩვენ პროცესში ვმონაწილეობთ პირველი დღიდან, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ პროცესის მხარე არ ვართ მხოლოდ ჩვენ და არის ასევე სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი უწყება, რომლებთანაც დეტალებზე გაუთქმემლობის შეთანხმება გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ არის იურიდიული პროცესი, რომელსაც ჩვენ ვერ გავასაჯაროვებთ პარტნიორის თანხმობის გარეშე, ამიტომ უფრო მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გიზიარებთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ კონკრეტულად ჩვენი სამინისტრო და მთავრობა არის ჩართული მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენ ამ შემთხვევაში ვაზუსტებთ იურიდიულ დეტალებს იმისთვის, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ დაეხმარება „ბორჯომს“ და ქართული „ბორჯომის“ ინტერესებს, მათ შორის დასაქმებულების ინტერესებს და მეორე მხრივ იქნება შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა დავითაშვილმა.
სანქციების გამო, „IDS ბორჯომი“ წარმოებას დროებით აჩერებს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა“.
2013 წლიდან „IDS ბორჯომის“ საკონტროლო – 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი“ ფლობს. „ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.
0
0