
„დათვალიერება მოხდა „თბილისი ენერჯის“ მიერ და დათვალიერების შედეგად შემიძლია, გითხრათ, რომ ადგილზე ბუნებრივი გაზის აფეთქების ალბათობა არ არის. თუ რა მოხდა, ამას უკვე გამოძიება დაადგენს და გეტყვით მოგვიანებით“, – განაცხადა “თბილისი ენერჯის” წარმომადგენელმა ირაკლი დეკანოიძემ.
მომხდარის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა.
დამწვრობის ცენტრის ექიმის, თეა უროტაძის ინფორმაციით, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„კლინიკაში შემოვიდა პაციენტი, 43 წლის მამაკაცი. მისი მდგომარეობა არის მძიმე. მისი დიაგნოზია სხეულის თერმული დამწვრობა, 60 პროცენტი, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დამწვრობა. დაწყებული აქვს ანტიშოკური მკურნალობა. მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა არის მძიმე“, – განაცხადა ექიმმა თეა უროტაძემ.
რაც შეეხება კიდევ ოთხ დაშავებულს, ისინი სხვადასხვა კლინიკაში ინტოქსიკაციის სიმპტომებით არიან გადაყვანილი.
0
0