
სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით 2024 წელს 6000 აშშ დოლარს, ხოლო 2026 წლისთვის კი 7500 აშშ დოლარს მიაღწევს.
„მართალია, აღნიშნული პროგნოზი გარკვეულ დაშვებებს ეყრდნობა, მათ შორის კოვიდ პანდემიასთან მიმართებაში, თუმცა ფაქტია რომ საქართველოს სწრაფი რეაგირების და ადაპტაციის უნარებს უფასებს და პატივს სცემს. საბოლოო ჯამში კი ნებისმიერ წარმატებას ესა თუ ის ქვეყანა თავისი ერთიანობით, პრაგმატიზმით და შრომისუნარიანობით აღწევს, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორონომიკურ გამოწვევასთან ბრძოლა, რეფორმების განგრძობადობა და პოსტ-კოვიდური ეკონომიკის მშენებლობა მთელი ქვეყნის საზრუნავია და არა მისი ცალკეული ჯგუფების,“ - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
0
0
15 იანვარს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
13/01/2026