ვახტანგ ჭარაია: EBRD-ის მიერ შეფასებული 37 ქვეყნიდან 2021-2022 წლებში, მონტენეგროს შემდეგ საქართველოს და ესტონეთს ექნებათ ყველაზე მაღალი ზრდა
05/11/2021
16:38
საზოგადოება
A-
+A
ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში და თითქმის გაორმაგებული ზრდის პროგნოზი 2021 წლისთვის - 7.5 პროცენტიანი მაჩვენებლით, ეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზია საქართველოსთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანწილად პანდემიურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზეცაა დამოკიდებული. პოზიტიურად გამოიყურება 2022 წლის პერსპექტივაც, სადაც ტურიზმმა უნდა შეძლოს პრეპანდემიური პოზიციების აღდგენა, - აცხადებს თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ჭარაია.
მისი თქმით, ამავე ორგანიზაციის მიერ შეფასებული 37 ქვეყნიდან 2021-2022 წლებში, მონტენეგროს შემდეგ საქართველოს და ესტონეთს ექნებათ ყველაზე მაღალი ზრდა და ის საშუალოდ 6.5 იქნება.
„EBRD-ის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური ზრდის ძირითად რისკებს ვაქცინაციის დაბალი ტემპი, პანდემიის გაგრძელება, შესაძლო გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები და გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობა წარმოადგენს, რომელიც ხელისუფლების და საზოგადოების თანამშრომლობის შემთხვევაში დაძლევადია, თუმცა მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს საერთო კეთილდღეობის გზაზე,“ - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ
0
0
368
სიახლეები
ყველა
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%