-share.jpg)
სატელეფონო საუბრისას, ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა ირანის პრეზიდენტს მასუდ პეზეშკიანს თხოვნით მიმართა, რომ თეირანმა „კონფლიქტის მხარეებს შორის დიალოგისა და მოლაპარაკების წარმოება და რეგიონში მშვიდობა უზრუნველყოს“.
ოფიციალური ვატიკანის განცხადებით, პაროლინმა, რომის პაპის სახელით, „შეშფოთება გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და დასძინა, რომ საჭიროა მწვავე კონფლიქტის გაფართოების ნებისმიერი გზით თავიდან აცილება და ირანს დიალოგისა და მოლაპარაკების წარმოებისა და მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდა“.
როგორც Al Jazeera-ა წერს, ვატიკანი ისრაელ-ღაზას ომთან დაკავშირებით დაბალანსებული პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა აცხადებს, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა, ანკლავისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდა და ომის დასრულება.
Nino
0
0