16/11/2023
19:44
მსოფლიო
ვატიკანმა კათოლიკეებისთვის მასონური საქმიანობის აკრძალვა დაადასტურა. როგორც ცნობილია, კათოლიკური ეკლესია დიდი ხანია მტრულად უყურებს მრავალსაუკუნოვან საიდუმლო საზოგადოებას, რომელიც, გლობალურად, ექვს მილიონამდე წევრს მოიცავს.
„კათოლიკური დოქტრინისა და მასონობის შეუთავსებლობის გამო, მასონთა ორგანიზაციებში მორწმუნეების აქტიური წევრობა აკრძალულია“, - ნათქვამია ვატიკანის რწმენის დოქტრინის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
ვატიკანის მედიის ცნობით, 13 ნოემბერს, დეპარტამენტმა გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება, რომელსაც ფილიპინელი ეპისკოპოსის შემდეგ, ასევე ხელი მოაწერა რომის პაპმა ფრანცისკემ. წერილში დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში მასონების რაოდენობის ზრდის გამო.
როგორც გასულ კვირას ვატიკანის რწმენის დოქტრინის დეპარტამენტმა განაცხადა, ტრანსგენდერ ადამიანებს უფლება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ნათლობაში, შეასრულონ მოწმის მოვალეობა რელიგიის კანონებით შესრულებულ საქორწილო რიტუალში და თავადაც მოინათლონ. მასონების შესახებ წერილში მოცემულია რომის პაპ ბენედიქტ XVI-ს (რომელიც აღნიშნულ დროს ვატიკანის რწმენის დოქტრინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო) მიერ 1983 წელს ხელმოწერილი დეკლარაცია, სადაც ნათქვამია, რომ "მასონურ ასოციაციებში გაწევრიანებული კათოლიკეები მძიმე ცოდვას იდენენ და, შესაძლებელია, მათ წმიდა ზიარების მიღება აეკრძალოთ".
მასონური ლოჟების წევრები, ჩვეულებრივ, მხოლოდ მამაკაცები არიან, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია საიდუმლო სიმბოლოებთან, რიტუალებთან და შეთქმულების თეორიებთან.
0
0