-share.jpg)
„გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ერთობლივმა პლატფორმა „მონა.ჯი“-მ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე “მონა.ჯი"-ს სიაში შეიყვანა.
გთავაზობთ ტექსტს უცვლელად, რომელსაც აღნიშნული ვებგვერდი ავრცელებს:
"როგორც საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც დაადასტურა, მომავალი წლიდან ეთერში აღარ გავა რამდენიმე გადაცემა, მათ შორის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების, მათ შორის დავით გორგილაძის „აუტანელი სიმსუბუქე“ და „კაცები“. ორივე გადაცემა პოპულარობით სარგებლობდა.
2024 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 110 მილიონზე მეტი უნდა იყოს, ტელევიზიის მენეჯმენტი კი ერთ-ერთ ყველაზე ყურებად გადაცემას ფორმალურად ფინანსური რესტრუქტურიზაციის გამო აუქმებს. ჩვენი, ისევე როგორც მაუწყებლის ბორდის წევრთა ნაწილის ვარაუდით, საქმე გვაქვს ცენზურასთან და კრიტიკული აზრის განდევნას თავად მოქალაქეების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციიდან. მსგავს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბორდსა და გენერალურ დირექტორს. სწორედ ბორდზე განიხილეს მომავალი წლის ბიუჯეტი, თუმცა წევრებმა გადაცემების დახურვის შესახებ მედიისგან გაიგეს და ამაზე ბორდის თავმჯდომარეს არ უსაუბრია.
ეს არ არის, სავარაუდოდ, განსხვავებული აზრის გამო საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების პირველი შემთხვევა. 2022 წლის 11 აგვისტოს მაუწყებლიდან აბსურდული მიზეზებით გაათავისუფლეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მაკა თურქია, რომელმაც 2023 წლის 2 ივნისს მაუწყებლის წინააღმდეგ უკანონოდ გათავისუფლების შესახებ დავა სასამართლოში მოიგო.
კიდევ უფრო ადრე, 2021 წლის 10 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს ირაკლი აბსანძე. გათავისუფლებამდე, 2021 წლის 6 მაისს ჟურნალისტმა საჯაროდ გააკრიტიკა მაუწყებელი პროპაგანდისტული დოკუმენტური ფილმის გაშვების გამო. ფილმი ემსახურებოდა კამპანიას „გარეჯი საქართველოა“ და ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. მაშინ ირაკლი აბსანძემ ივერი მელაშვილს ფილმის გამო ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ფილმმა ივერი მელაშვილისადმი სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას შეუწყო ხელი და ეთერში გასული მედია პროდუქტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტს ეწინააღმდეგებოდა.
ამის შემდეგ, აბსანძე გამოეხმაურა 5 ივლისს ნაცემი და მოგვიანებით გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას საქმეზე შსს-ს პროპაგანდისტულ, ბინძურ, მადისკრედიტირებელ ბრიფინგს: შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს რა იკადრეთ, თქვენი დედა მოვ**ან. თინათინ ბერძენიშვილი, ვიცი, რომ შინაგანაწესს ვარღვევ და მომხსენი ეთერიდან, თუ ტ*კი გაქვს“. პოსტი სოციალურ ქსელში 2021 წლის 11 ივლისს გამოქვეყნდა, აბსანძე კი ეთერიდან 2021 წლის 10 აგვისტოს, 1 თვის გასვლის შემდეგ მოხსნეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარე მაღლაფერიძე 2022 წელს გახდა. ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს "ქართული ოცნების", მოქმედი ხელისუფლების დროს, თითქმის სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და რამდენიმე თვეში მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. 2021 წლის 16 იანვარს მაღლაფერიძე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრად აირჩიეს. მანამდე ის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტს იკავებდა, საიდანაც 2020 წლის აგვისტოში გადადგა. ის თანამდებობაზე 2017 წლის იანვარში დაინიშნა. მაშინ მაღლაფერიძე ამბობდა, რომ თუ 2019 წლის ბოლოს მის მიერ დასახული გეგმა წარმატებით შესრულდებოდა და მაუწყებლის რეიტინგი 15%-ს ასცდებოდა, იგი იქნებოდა ამაყი და თანამდებობიდან გადადგებოდა. ამავდროულად, მაღლაფერიძე აცხადებდა, რომ თუ მაუწყებლის რეიტინგი ზემოხსენებულ ნიშნულს ვერ ასცდებოდა, იგი აიღებდა პასუხისმგებლობას და მაინც დატოვებდა დაკავებულ თანამდებობას." - წერს “მონა.ჯი”
0
0