
ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ აცხადებს, რომ სამი სენატორი MEGOBARI აქტის მიღებას აფერხებს.
როგორც რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, ეს სენატორები არიან მარკვეინ მალინი, მაიკ ლი და რენ პოლი.
„MEGOBARI აქტი, მნიშვნელოვანი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც პუტინის მარიონეტების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, შეფერხებულია სამი სენატორის, მარკვეინ მალინის, მაიკ ლის, რენ პოლის მიერ. ჩემი ერთადერთი შეკითხვაა – რატომ? ეს მნიშვნელოვანი კანონპროექტი დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა“, – წერს ალექს რაუფოღლუ.
ცნობისთვის, „მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. „მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილი კანონპროექტის სრული სახელწოდებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. ასევე, მისი ოფიციალური სახელწოდებაა „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.
0
0