
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, განადგურებულია ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობით.
„ეს არის სიძულვილის, ანტისემიტიზმის საზიზღარი ქმედება. ჩვენი გულები დაღუპულთა ახლობლებთან არის“, – წერს ისააკ ჰერცოგი.
ის ასევე სრულ მხარდაჭერას უცხადებს საელჩოს თანამშრომლებს და აცხადებს, რომ გვერდში უდგას ებრაულ თემს აშშ-ში.
„ამერიკა და ისრაელი გაერთიანებული იდგებიან ჩვენი ხალხისა და ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვაში. ტერორი და სიძულვილი ვერ გაგვტეხს“, – აღნიშნავს ჰერცოგი.
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, მამაკაცზე და ქალზე თავდასხმა მაშინ განოხრციელდა, როდესაც ებრაულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ტოვებდნენ. ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მამაკაცი „თავისუფლება პალესტინას“ სკანდირებდა.
0
0
ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა
22/05/2025