
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა და ამერიკულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა ExxonMobil-მა ვაშინგტონში სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შეთანხმება გაზისა და ნავთობის სექტორში ერთობლივი პროექტების განვითარებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის საგანი:
- ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება
- ევროპაში ალტერნატიული ენერგორესურსების მიწოდების გაფართოება
- ტექნოლოგიური გაცვლა და ეფექტურობის ამაღლება
გეოპოლიტიკური მნიშვნელობა:
- აშშ-ის ინტერესების გაძლიერება კასპიის რეგიონში
- ევროპისთვის რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება. ევროპისთვის ენერგორესურსების მიმწოდებელი კავკასიის გავლით, შტატების კონტროლ ქვეშ იქნება.
-აზერბაიჯანის როლის, როგორც ალტერნატიული ენერგომომწოდებლის, გაზრდა
რეაქციები:
SOCAR: „ეს პარტნიორობა ახალ შესაძლებლობებს გახსნის ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და მდგრად განვითარებაში.“
ExxonMobil: „ვმუშაობთ ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობისთვის გლობალურ დონეზე.“
რუსეთი: ჯერ არ გაკეთებულა ოფიციალური კომენტარი, თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს შეთანხმება რუსული ენერგეტიკული მონოპოლიის დასუსტებას გამოიწვევს.
0
0