ვაშინგტონს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აქვს გადაწყვეტილი, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს ვაშინგტონის მტკიცე გადაწყვეტილებაზე, საქართველოში მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ხელისუფლების ცვლილებას მიაღწიოს“, - აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია უკვე შეიმუშავა.
„ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია უკვე შეიმუშავა“, - აღნიშნეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში.
0
0