როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა, შეერთებული შტატები აღარ აპირებს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულებას, რადგან მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დრო დადგა.
„ჩვენ არ ვიქნებით შუამავლები. ჩვენ თვალის დახამხამებაში ვერ გავფრინდებით მსოფლიოს მეორე მხარეს შეხვედრების მოდერაციისთვის. ახლა მუშაობა ორ მხარეს შორის უნდა წარიმართოს. შეერთებული შტატები მაინც ძალისხმევას გამოიჩენს მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ ახლა კონფლიქტის შედეგი მოსკოვისა და კიევის მხრიდან კონკრეტულ იდეებს მოითხოვს“, - თქვა ბრიუსმა.
როგორც ცნობილია, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა აშშ-ს მთავრობას 100-დღიანი ვადა განუსაზღვრა რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მოსამზადებლად. მისი თქმით, მხარეებმა წარადგინეს თავიანთი სამშვიდობო წინადადებები და ვაშინგტონი მათ დაახლოებაზე იზრუნებს.
0
0