29/03/2023
15:04
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძის განცხადებები აბსოლუტურად არაადეკვატურია და აცდენილია ყველაფერს, რადგან ის უბრალოდ ეჯიბრება ომის პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც უნდა, აჯობოს მას რადიკალიზმში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების წევრების მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია შესრულდა.
„ევრორეკომენდაციები შესრულებულია და 90 პროცენტზე მეტი შესასრულებელი იყო საქართველოს პარლამენტის მიერ. თუკი რაიმე, სულ მცირე რვა პუნქტის შემთხვევაში შესასრულებელი იყო, ყველა კანონი და ყველა ნორმა არის მიღებული. დარჩენილი იყო ორი, რომელთან დაკავშირებითაც უკვე ვენეციის კომისიის დასკვნებიც გვაქვს და დეტალურად მივყვებით. აქამდე, სხვა სამუშაო ჯგუფებში ისინი არ ჩართულან და ამ სამუშაო ჯგუფებში თუ ჩაერთვებიან, ოდნავ მაინც პოზიტიურ წვლილს თუ შეიტანენ, ძალიან კარგი იქნება. რჩება შემდეგ ერთი, რაც არის დეპოლარიზაციის საკითხი. ამას ცალმხრივად ჩვენ ვერ გავაკეთებთ. მონაწილეობა უნდა მიიღოს ოპოზიციამ, რომელიც ასეთი საბოტაჟისკენ მიმართული განცხადებებით პირიქით აღრმავებს პოლარიზაციას, თავისი ცრუ და ფეიკნარატივებით.
გიორგი ვაშაძის განცხადებები არის აბსოლუტურად არაადეკვატური, აცდენილია ყველაფერს, რადგან ის უბრალოდ ეჯიბრება ომის პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც უნდა, აჯობოს მას რადიკალიზმში. უკვე არაადეკვატურობაში გამოდის, რადგან „ნაცმოძრაობაზე“ რადიკალური პარტია არ არსებობს, ომის პარტიაზე რადიკალური პარტია არ არსებობს. როდესაც გინდა, შენი განცხადებებით იმას აჯობო, მერე გადადიხარ არაადეკვატურობაში. თუმცა, ახლა ადეკვატურები „ნაცები“ არიან-მეთქი, ამასაც ვერ გეტყვით. არაბუნებრივად არაადეკვეტური განცხადებებია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა: „ყავის სმის ჯგუფებში ვინც შევიდა, რა შედეგი დადო, რაზეც პარტნიორები ამბობენ, ყოჩაღ, საქართველოო?“.
0
0