
გიორგი ვაშაძემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რომ თავისი ასეთი მოთხოვნებით აქციის დაშლას აპირებდა, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
„ეს იყო ძალიან პრიმიტიული პოლიტიკური თამაში და როგორც ყოველთვის, ვაშაძისა და მსგავსი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით, არაერთი მიტინგი დაშლილა. ძალიან კარგი, რომ მიტინგზე მოიძებნა ხალხი, რომელმაც სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა მიტინგი. ვაშაძემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რომ თავისი ასეთი მოთხოვნებით აქციის დაშლას აპირებდა. რაც შეეხება ადამიანებს, ბუნებრივია, როდესაც მიტინგზე ასეთი გაბრაზებული მიდიხარ და პოლიტიკოსები ტრიბუნიდან რაღაც სისულელეს გეუბნებიან, კიდევ უფრო ბრაზდები“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.
0
0
14 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/05/2026
13 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/05/2026