
სახელმწიფო დეპარტამენტს სასანქციო სიაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი და ერთი ქართველ-რუსი ოლიგარქი შეჰყავს, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაში ჩარევისთვის იყენებდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში ნათქვამი.
ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და სახაზინო დეპარტამენტი უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრასთან დაკავშირებით კიდევ 150-ზე მეტი კომპანიასა და პირს ასანქცირებენ.ფ
„სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ენერგეტიკული წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებაში. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე უწესებს სანქციებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერსა და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც FSB-მ გამოიყენა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ ზემოქმედების მოხდენისთვის.
გარდა ამისა, დეპარტამენტი სანქციებს უწესებს იურიდიულ პირებს, რომლებიც აწარმოებენ და არემონტებენ რუსული სამხედრო იარაღის სისტემებს, მათ შორის კალიბრის საკრუიზო რაკეტას, რომელსაც რუსული ძალები იყენებენ ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინაში, და ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფ ინდივიდს, რომელიც მონაწილეობს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან რუსეთში საბრძოლო მასალის გადაზიდვაში“, - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.
0
0