
მიგვიღებენ თუ არა ევროკავშირში - ეს თემა გახდა თითქოს რაღაც ბარათი - ვართ თუ არა მიღების ღირსი და ვართ თუ არა ევროპელები. რატომ უნდა იყო ვიღაცის შეფასებაზე დამოკიდებული, შენ შეხედე და შეაფასე საკუთარი თავი. არის ამაში ცოტა, საკუთარი თავის არასაკმარისად შეფასება - ამის შესახებ, ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა, "რადიო სივრცის" ეთერში, გადაცემა “სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან” ისაუბრა.
"რატომ უნდა იყო ვიღაცის შეფასებაზე დამოკიდებული, შენ შეხედე და შეაფასე საკუთარი თავი. შენ ევროპელი ხარ უკვე იმ ნაწერებით, რაც დაწერეს - ილიამ, ვაჟამ... შეიქმნა ევროპულ ღირებულებებზე დაყრდნობით უნივერსიტეტი - ევროპული დაწესებულებაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამდენი ფილოსოფიის, კლასიკური ფილოლოგიის სკოლები - ეს ყველაფერი ევროპული ტრადიციებიდან ამოზრდილი არის ჩვენი კულტურა. ხელისუფლებას ვფიქრობ, უსამართლოდ აბრალებენ რომ პრორუსულია. როგორ შეიძლება პრორუსი იყო და ასე გინდოდეს ევროპაში გაწევრიანება. თუ პრორუსული ხარ ეს არ მოგინდება“, - განაცხადა გიგინეიშვილმა.
0
0