
ვარშავის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება უკრაინელ პატრიოტებად თავის წარმომჩენი 13 ქართველის მიერ 6 პოლონელის ცემის ფაქტზე - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური პრესა აქვეყნებს
ვარშავის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლის, შიმონ ბანას განცხადებით, დაწყებულია გამოძიება 2023 წლის 24-იდან 25 აგვისტოს ღამით ექვსი პოლონელის ცემის ფაქტზე. მისი თქმით, ამ საქმის ირგვლივ ჩატარებული საპროცესო მოქმედებები, მათ შორის ინციდენტის თვითმხილველების და ადგილზე იმ დროს მყოფი პოლიციელების ჩვენებები, ცხადყოფს, რომ აგრესიული მამაკაცები, რომლებიც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ჩანან, საქართველოს მოქალაქეები არიან.
ასევე დაგეგმილია შემდგომი საპროცესო მოქმედებები 24-იდან 25 აგვისტოს ღამის მოვლენების მიმდინარეობის აღსადგენად და დამნაშავეთა მოტივაციის დასადგენად, - განაცხადა ბანამ და დასძინა, რომ ცემა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სავარაუდოდ, სცემეს ექვსი პოლონელირომლებიც თავს უკრაინელ პატრიოტებად წარმოაჩენდნენ. სპეცსამსახურების კოორდინაციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეს საქმე პოლონეთში შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენება.
ვისლას ბულვარზე მომხდარ ჩხუბში მონაწილე მამაკაცების მოქალაქეობა დაადასტურა
აგრეთვე სტანისლავ ჟარინმა - პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების საკითხებში.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს მოვლენები, რომლებშიც მონაწილეობენ არა უკრაინის მოქალაქეები, არამედ ქართველები,- წერს ის სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, პოლიციამ ინციდენტის ყველა მონაწილე გამოავლინა და გამოძიებას განაგრძობს.
ჟარინმა აღნიშნა, რომ ეს შეიძლება იყოს პროვოკაცია, რომლის მიზანი პოლონეთში შიდა სიტუაციის დესტაბილიზაცია და პოლონელებში ანტიუკრაინული განწყობის გაღვივებაა. ასეთი ტიპის მოქმედება შეესაბამება რუსეთის ოპერაციებს პოლონეთის წინააღმდეგ, - განაცხადა მან.
ვისლას ბულვარზე მომხდარი ჩხუბის ამბავი მას შემდეგ გახდა გახმაურდა, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სახელწოდებით „ახალგაზრდა უკრაინელების თავდასხმა". თავდამსხმელებმა პოლონელებს ლოზუნგის „სლავა უკრაინი" სკანდირებისკენ მოუწოდეს, მათ უარს კი ჩხუბი მოჰყვა.
დედაქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, მოვლენები 24-იდან 25 აგვისტოს ღამით, ანუ უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთანავე მოხდა. ჩხუბის შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მისული პოლიციის თანამშრომლების ჩარევის შემდეგ შეწყდა. ჩხუბის წამომწყებად იდენტიფიცირებული 13 პირი საქართველოს მოქალაქეა, - წერს პოლონური პრესა.
წყარო: ipress.ge
0
0