23/09/2024
15:54
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი სოფელ ნასაგურს ესტუმრა და ორი სპორტული მოედნის მშენებლობა დაათვალიერა. დელეგატი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო სოფელში სპორტული მოედნების და მათ გარშემო რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროცესს, რაც ნასაგურის მოსახლეობის დიდი ხნის სურვილი იყო.
დელეგატმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მსგავსი არაერთი პროექტი განხორციელდება სამგორში, თუმცა ამას სჭირდება ქვეყანაში მშვიდობა.
„ჩვენ ვხედავთ განუზომელ ზეწოლას როგორც შიდა ასევე გარე ძალების მხრიდან, ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის, სუვერენიტეტის დაკარგვის და ტრადიციების შელახვის მიზნით. ჩვენი სამშობლო მართლა განსაცდელშია, ამიტომ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, და დიდი უპირატესობით მოვიგოთ ეს არჩევნები! მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, სწორედ მშვიდობით, ღირსებით და ერთიანობით შევალთ ევროპაში,“ - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
ინფორმაციისთვის, სოფელ ნასაგურში მიმდინარეობს ორი სპორტული მოედნის მშენებლობა. ერთი იქნება ფეხბურთის, ხოლო მეორე - კალათბურთის მოედანი, რომელთა გარშემო 3 ჰექტრამდე სივრცეში მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცის მოწყობა, რის დასრულების შემდეგაც სოფელს ორი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სპორტული მოედანი და კეთილმოწყობილი პარკი ექნება.
0
0