-share.jpg)
რამდენიმე დღის წინ თბილისის გარეუბანში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, დროშა აღმართეს. ვარკეთილში დროშა დაახლოებით 55 მეტრის სიმაღლის ძელზე კიდია და მისი დანახვა შესაძლებელია არა მხოლოდ ახლოს მდებარე კორპუსებიდან.
ორმხრივი დროშის ნაჭერი 10X15 მეტრი ზომის არის და უნდა გაუძლოს ძლიერ ქარს, წვიმას და მზეს. დაახლოებით 18-სართულიანი კორპუსის სიმაღლის ძელის ბოლო ნიავის დაბერვის დროს ბრუნავს, რაც გამორიცხავს დროშის მასზე დახვევას. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მინიმუმამდეა შემცირებული ვანდალიზმის შედეგად სახელმწიფო სიმბოლოს დაზიანება ან ჩამოხსნა.
დროშის დაკიდება სამგორის რაიონის გამგეობას 317 ათასი ლარი უჯდება. დაკვეთის შესასრულებლად გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც შპს "ემსილაითმა" გაიმარჯვა. ხელშეკრულება 2023 წლის 2 ნოემბერს დაიდო, სამუშაოები სრულად უნდა დასრულდეს 25 დეკემბერს.
დროშის ძელის თავზე დაყენებულია მანათობელი შუქურა, რომლის ჩართვა-გამორთვაც შეიძლება. ფასში გათვალისწინებული იყო სადროშე ბოძის ტრანსპორტირება, აწყობა და მონტაჟი.
0
0