13/10/2024
14:48
არჩევნები 2024
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ვარკეთილის ოფისი დაარბიეს. კოალიციის წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, ვარკეთილი 3-ის, მე-3 მიკრორაიონში მდებარე ოფისში ჩაამსხვრიეს შუშები და ოთახში საღებავებით სავსე ბოთლები შეაგდეს. ნადირაძის თქმით, შემთხვევა სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა.
"ჩანს, ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი როგორი შეშინებულია. დღეს დილით ვარკეთილში, სადაც არის ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ოფისი, დაგვხვდა დარბეული. ჩამტვრეულია შუშები, შემოყარეს საღებავები ბოთლებით. შემთხვევა მოხდა როგორც ჩანს, გამთენიისას. დილას ოფისი უკვე ასე დაგვხვდა. შუშის ნამსხვრევებითაა აქაურობა სავსე... ამ დარბევების, ამ ძალადობის, მუქარის და სამარცხვინო ფაქტებია არავის არ გვეშინია, ეს კიდევ მეტი მოტივაციაა ჩვენთვის, რომ დამაჯერებლად, დიდი სხვაობით გავისტუმროთ ხელისუფლებიდან ეს რუსები და მოღალატეები"- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ
0
0