
ოფიციალური მოსკოვი “სულელურს” უწოდებს ვარაუდს, თითქოს პუტინი ბელარუსს კონფლიქტში ჩართვისკენ უბიძგებს.
როგორც კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ვარაუდები, რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ პუტინი ბელარუს კოლეგასთან შესახვედრად იმისთვის მიემგზავრებოდა, რომ მინსკი სამხედრო კონფლიქტში აქტიურად ჩართოს, "უსაფუძვლო" და "სულელურია".
უკრაინელები შიშობენ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტი თავის ბელარუს კოლეგაზე ზეწოლას მოახდენს, რათა უკრაინაზე ახალ თავდასხმაში მანაც მიიღოს მონაწილეობა.
სამწელიწადნახევრის განმავლობაში, ეს პუტინის პირველი ვიზიტია ბელარუსში. კრემლის შეფასებით, პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ფართო "სამუშაო შეხვედრას“ მართავს.
როგორც ცნობილია, ბელარუსმა - რუსეთის უახლოესმა მოკავშირემ - მოსკოვს ნება დართო, რომ მისი ტერიტორია თებერვალში უკრაინაში შეჭრისთვის გამოეყენებინა, მაგრამ მინსკს უშუალოდ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
0
0