
თენგიზ შარმანაშვილი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს პარლამენტში რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ იმპიჩმენტის საკითხს ხმა არ მისცა. შესაბამისი განცხადება დეპუტატმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„ქალბატონმა ელისო კილაძემ გაავრცელა პოსტი სადაც დაწერა, რომ რეგისტრაცია გავიარე და ხმა არ მივეცი იმპიჩმენტის საკითხს. ვარ ბიულეტენზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამის თაობაზე ირაკლი კობახიძემაც განაცხადა ბრიფინგზე. ვინც ჩემი გამოსვლები ნახა საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს აზრი გაუჩნდა, მინიმუმ სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს“, - წერს შარმანაშვილი.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. კენჭისყრაზე პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული იყო. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის, 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია გაიარა 90-მა დეპუტატმა.
0
0