
კრისტიან ლინდმაიერმა აღნიშნა, რომ ჯანმო ჯერ კიდევ სწავლობს ახალი ვარიანტის გადაცემის შესაძლებლობებსა და ახალი ვარიანტით გამოწვეული დაავადების სიმძიმის დონეს.
„რჩევაა, ვაქცინის მწარმოებლებმა უკვე დაიწყონ წინასწარ დაგეგმვა და იმ ალბათობის გათვალისწინება, რომ არსებული ვაქცინის კორექტირება გახდება საჭირო. ნუ დაველოდებით განგაშის ბოლო ზარს“, - აღნიშნა ჯანმოს წარმომადგენელმა.
სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.
0
0