ვაქცინები Covid-19-ის „ომიკრონის“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტური იქნება - ჯანმო
08/12/2021
11:03
მსოფლიო
A-
+A
„არსებული ვაქცინები Covid-19-ის „ომიკრონის“ ვარიანტით დაავადებულ ადამიანებს მძიმე შემთხვევებისგან დაიცავს. დაავადების მძიმე ფორმებისა და ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილების თვალსაზრისით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა მაღალეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსის ყველა ვარიანტის წინააღმდეგ, ამიტომ, არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ვაქცინა „ომიკრონის“ შემთხვევაში არაეფექტური იქნება,“ - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გადაუდებელი დახმარების დირექტორმა, მაიკ რაიანმა.
მისი თქმით, თავდაპირველი მონაცემების მიხედვით, Covid-19-ის „ომიკრონის“ ვარიანტი „დელტასა“ და სხვა შტამებისგან განსხვავებით, ადამიანებში მძიმე ფორმით არ ვლინდება.
როგორც სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის კვლევითი ინსტიტუტის ვირუსოლოგმა (სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული ახალი კვლევის ხელმძღვანელმა), პროფესორმა ალექს სიგალმა, განაცხადა, აცრის შემდეგ გამომუშავებული ანტისხეულების მიმართ „ომიკრონის“ რეზისტენტულობა მცირე აღმოჩნდა. პროფესორმა სიგალმა თქვა, რომ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზები, სავარაუდოდ, ახალი შტამის ნეიტრალიზაციის დონეს მნიშვნელოვნად გაზრდის.
Covid-19-ის „ომიკრონის“ ვარიანტის წინააღმდეგ Moderna-ს, Johnson & Johnson-ისა და სხვა ვაქცინების ეფექტურობის შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემები ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.
0
0
501
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%