14/09/2021
14:02
საზოგადოება
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილმა მოქალაქეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 100 და 500 ლარი მოიგეს.
ლატარიაში მონაწილეობას იღებენ როგორც 2021 წლის 13 სექტემბრამდე აცრილი მოქალაქეები, ასევე 2021 წლის 13 სექტემბრის შემდგომ აცრილი პირებიც.
კონკრეტული კატეგორიის ადამიანებისთვის ფულად ჯილდოებს ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წლის ბოლომდე, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად გაათამაშებს. ჯამური საპრიზო ფონდი 2 მლნ 800 ათასი ლარია.
ინფორმაციისთვის, ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge -ზე ყოველდღე, 12:00 საათზე, ხოლო ყოველკვირეული, ორშაბათს, ასევე 12:00-ზე.
ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარი. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი.
0
0