
ყველამ უნდა მიიღოს მოცემულობად, რომ საქართველოში არის ახალი პოლიტიკური რეალობა - აცხადებს "ახალის" თანათავმჯდომარე "მთავარი არხის" დაკვეთით, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის "(ISSA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების კომენტირებისას. მისი თქმით, "ახალის" მიზანია გახდეს პირველი ოპოზიციური პარტია არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, ახალი სამთავრობო კოალიციის მთავარი ნაწილი
"ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ "ახალს" ბევრად მეტი აქვს პოტენციალი, მაგრამ ერთი თვეა რაც ვარსებობთ, არც კი, თუმცა უნდა მივიღოთ მოცემულობად. ყველამ უნდა მიიღოს მოცემულობად, რომ საქართველოში არის ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი, ახალი პოლიტიკური რეალობა. კვლევებთან ბრძოლას არაფერი კარგი არ მოუტანია არავისთვის. ეს კვლევა არის ჩატარებული, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ. იაგოზე კვალიფიციური და წესიერი ადამიანი, ამ დარგში ყოველ შემთხვევაში, იშვიათად მოიძებნება, თუ საერთოდ მოიძებნება და ყველამ საკუთარ პრობლემებს უნდა შეხედოს კრიტიკული თვალით.
"ახალისთვის" გამოიკვეთა პრობლემები ამ კვლევით, რომელსაც ჩვენ ვითვალისწინებთ, გავითვალისწინებთ და ვიმუშავებთ ამ მიმართულებით. ჩვენ ვაპირებთ, რომ ზაფხულის ბოლომდე, უფრო სწორედ, გაზაფხულის ბოლომდე გავხდეთ პირველი ოპოზიციური პარტია და არჩევნებამდე მოვიგოთ არჩევნები. ჩვენ ასე ვგეგმავთ, ჩვენ ვაპირებთ, რომ სამთავრობო კოალიციის, ახალი სამთავრობო კოალიციის მთავარი ნაწილი ვიყოთ და გარდამტეხი და ქართული ოცნება გავუშვათ" თქვა ნიკა გვარამიამ.
0
0