12/08/2023
17:02
პოლიტიკა
“რა შეიძლება უკეთესად გაკეთებულიყო, ამაზე, მე პირადად, ვაპირებ ძალიან მწვავე დისკუსიას ხელისუფლებასთან” – ამის შესახებ ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
“დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თვლის დღეს თავს ჭირისუფლად.
სადაც შესაძლებლობა მეძლევა, მართლაც, აი ადამიანურად ვგრძნობ თავს ვალდებულად, რომ იქ მივიდე.
მართლაც, რომ ეს არის ეროვნული ტრაგედია.
ტრაგედია, რომლისგანაც დაზღვეული არასდროს არ ვიქნებით, არც მომავალში, მაგრამ, ვფიქრობ, შეიძლება რისკების მინიმალიზირება.
როდესაც ეს ვნებათაღელვა ტრაგიკული, მისი პირველი ეტაპი გადაივლის, მთელი ერი უნდა შევთანხმდეთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ასე, ერთი ხელის მოსმით, უამრავი სიცოცხლე აღარ შეეწიროს 21-ე საუკუნეში, თუნდაც სტიქიურ უბედურებებს.
დღეს შესაძლებელია ამ გამოწვევებს სახელმწიფო უკეთესად შეხვდეს.
რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა, რა შეიძლება უკეთესად გაკეთებულიყო. ამაზე მსჯელობა აუცილებლად გაიხსნება, მე პირადად ვაპირებ ძალიან მწვავე დისკუსიას ხელისუფლებასთან, მას შემდეგ, როდესაც ამის დრო მოვა.”- განაცხადა ნიკა მელიამ.
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
0
0