27/07/2023
10:42
პოლიტიკა
ევან ელიოტი, რომელიც ნახსენებია, ჩვენ ხომ არ გამოგვიგონია? საელჩოს თანამშრომელი ნამდვილად იყო და ფარას შესაბამისად, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტებში ახსენეს. ჩვენ კი არ დაგვჭირდა, მათ დასჭირდათ ეხსენებინათ. რატომ დასჭირდათ, დააბრალეს? რაღა მაინც და მაინც ამ ადამიანს დააბრალეს? რატომ დააბრალეს? წავყვეთ ამ ვერსიას – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის ლობისტური კომპანიებთან ელიოტის თანამშრომლობაზე ინფორმაცია თუ ტყუილია, ღიად უნდა ვთქვათ, რომ ამერიკული ე.წ. რუსული კანონის თანახმად განთავსებულ დოკუმენტში სააკაშვილის ლობისტებმა ჩაწერეს ტყუილი.
მისივე თქმით, ვიღაცამ უნდა თქვას, რა მოხდა სინამდვილეში, რატომ არის ნახსენები ამ ადამიანის სახელი და გვარი ორგზის სატელეფონო კავშირში, რატომ გახდა საჭირო, რომ მიეთითებინათ.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „თუ დავუშვათ ვერსია, რომ აშშ-ოს იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებში ტყუილა ჩაწერეს, მაშინ რასთან გვაქვს საქმე, ეს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭების მცდელობაა და ამერიკის საელჩოს კონკრეტული თანამშრომელი სპეციალურად ახსენეს სააკაშვილის ლობისტებმა?“
„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია, ეს დაწერეს ლობისტებმა. ახლა ჩვენ უნდა მოვისმინოთ ელემენტარული განმარტება. ნამდვილად მირჩევნია, რომ საელჩოს დავუჯერო და არა – სააკაშვილის ლობისტებს. დოკუმენტში მითითებულია 6 და 8 მარტს კონტაქტი, ამ დოკუმენტებს თუ დავუჯერებთ, პირდაპირ ჩანს, რომ ამ ადამიანთან გადიოდა კონტაქტზე კონკრეტული ლობისტი და ელაპარაკებოდა სხვადასხვა თემებზე, მაგნიტსკის სიაზე, სააკაშვილის შეწყალებაზე, რომ უნდა დაეკავშირებინა საელჩოს თანამშრომელს სალომე ზურაბიშვილთან. სალომე ზურაბიშვილმა შემდეგ დაადასტურა, რომ ასეთი მცდელობა იყო, მაგრამ მან არ მიუთითა, არ თქვა საელჩოს თანამშრომლიდან იყო თუ პირდაპირი კონტაქტი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0