
კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ცაბაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა და სტაბილური მდგომარეობის მიუხედავად, უახლოეს 72 საათში მოსალოდნელია მდგომარეობის გართულება.
"ბავშვი დაახლოებით ერთი საათის წინ შემოიყვანეს "ნიუ ჰოსპიტალის" ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, მიმდინარეობს სხვადასხვა კვლევები. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
თუმცა, არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომელიც ვიცით, ველოდებით და მზად ვართ. არ ვიცით რა იქნება, გართულებები შეიძლება მოხდეს 72 საათის განმავლობაში.
ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზეა, გონება დაბინდულია. იყო ელექტრო ტრავმა, შოკი", - თქვა ექიმმა.
"ნიუ ჰოსპიტალისში" გადაყვანამდე ბავშვი ხეჩინაშვილის კლინიკაში მიიყვანეს. მასთან ერთად შეყვანილი 13 წლის გოგო მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მესამე დაშავებული მოზარდი კი კლინიკიდან უკვე გაეწერა.
0
0