03/04/2023
11:05
სამართალი
ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით და ასევე, წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვით გაგრძელდება.
"გრინსერვის+"-ის დირექტორის უფლებადამცველის თქმით, ლაშა ფურცხვანიძის მიმართ წარდგენილი ბრალი ყალბი დოკუმენტაციის გამოყენების შესახებ უსაფუძვლოა.
ფურცხვანიძის ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღკვეთის გაუქმების შუამდგომლობითაც მიმართავს სასამართლოს. დაკავებული თავს უდანაშაულოდ ცნობს.
"არათუ არ აღიარებს ლაშა ფურცხვანიძე წარდგენილ ბრალდებას, მას დანაშაული არ ჩაუდენია იმ მასალების მიხედვით, რასაც მას ბრალდება ედავება.
წინა პროცესზეც დაანოსდა გარკვეული შუამდგომლობები დაცვის მხრიდან, მათ შრის აღკვეთი ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა. მოწმეების დაკითხვის დროს ვისარგებლეთ კანონის გათვალისწინებული შესაძლებლობით და ჯვარედინი დაკითხვის პირობებში გვექნება არაერთი კითხვა მოწმეებთან,"-აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი ლაშა ფურცხვანძის ადვოკატი.
0
0