
ეს არის ის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია და რაც უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ, რომელმაც შეაფასა საქართველოს ეკონომიკის უპირატესობა სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 2025 წლის 9 თვის მონაცემებით შეადგენს 7,8%.
„აღნიშნულ მონაცემებს განაპირობა ერთის მხრივ ის მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების კუთხით და ძირითადად ვსაუბრობთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ასევე განაპირობებს ის ბიზნესგარემო, რაც საქართველოს ეკონომიკაშია და რომელიც მიმზიდველია, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვის.
ყველაზე მეტად მიმზიდველია ის პროგნოზირებადობა, რაც საქართველოს ეკონომიკას გააჩნია და მედეგობა გარე თუ შიდა ეკონომიკური შოკების მიმართ. აღნიშნული არაერთხელ დაამტკიცა საქართველომ და მისმა მთავრობამ, როდესაც ყველა საგარეო თუ საშინაო შოკს სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით უპასუხა, რისი ერთ-ერთი მაგალითიც არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა პოსტ პანდემიურ პერიოდში, როდესაც საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად მე-5 ადგილზე არის. ეს არის ის ფაქტორები, რაც განაპირობებს საქართველოს სწრაფ და კონკურენტუნარიან განვითარებას“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
0
0