10/12/2022
20:07
ეკონომიკა
თბილისში, ჭავჭავაძის 49-ში მდებარე სპორტის უნივერსიტეტის შენობა გაიყიდა - ობიექტი საპროვატიზაციოდ 24 ნოემბერს გამოვიდა და კონკურსი 8 დეკემბერს დასრულდა. შენობის ყიდვა რამდენიმე ინვესტორს სურდა, ამიტომაც ვაჭრობა 51 ბიჯით წარიმართა და 10 მილიონის საწყისი ფასიდან, საბოლოო ღირებულება 11 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა 18,019 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე არის განთავსებული. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიის შემძენმა ადგილზე არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტი შპს “ვი არ ვაკე თაუერსმა” იყიდა. კომპანია მიმდინარე წლის სექტემბერში დაფუძნდა და მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი “კრწანისი ვილა რეზიდენსის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძეა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024