
სოციოლოგ ვაკა გორგილაძის შეფასებით, იმაზე, რაც ქართულ პოლიტიკაში ბოლო პერიოდში ხდება, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ჯერ კიდევ 2023 წელს საუბრობდა.
როგორ ვაკა გორგილაძემ რადიო "სივრცის" გადაცემაში- „ეპშტეინის კუნძული“ განაცხადა, ბოლო პერიოდში, როდესაც დაიწყო ციხიდან წერილები, საკადრო გადაადგილებები, სასამართლო პროცესები და ა.შ. საზოგადოების უმრავლესობა დაბნეულია. არ იცის რა ხდება, არის აღშფოთება, იმედგაცრუება... თუმცა, საინტერესოა გავიხსენოთ, რაზე ისაუბრა 2023 წელს ბიძინა ივანიშვილმა „ოცნების“ ყრილობაზე.
„2023 წელს ოდესაც გაიმართა ოცნების ყრილობა და ივანიშვილი მეორედ დაბრუნდა საჯარო პოლიტიკაში, მინდა შეგახსენოთ, რას ამბობდა თავის მოკლე 10 წუთიან გამოსავლაში. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რატომ ბრუნდება 2023 წელს საჯარო პოლიტიკაში.
პირველი- 11 წლიანი მმართველობა კონკურენციის გარეშე, განადგურებული ოპოზიციის ფონზე- და თქვა რომ ეს არის სამწუხარო. ეს უწყობს ხელს იმას, რომ პარტია გადაიქცა ბიუროკრატიად. კონტროლს ვერ ახორციელბს, და ა.შ.
მეორე- ამბობს, რომ არის კორუფციის და ნეპოტიზმის რისკები და მესამე- ამბობს, რომ არის გეოპოლიტიკური დაძაბულობა და გეოპოლიტიკური ესკალაცია საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, ქვეყნის მთლიანობას და ამიტომაც, უნდა შევქმნათ ძლიერი გუნდი, რომ ამ სააფრთხეებს დავუპირისპირდეთ. პირველი, მეორე და მესამეც ახდა.
ანუ, როდესაც ამას ამბობდა, არის კორუფციის რისკები, მან ეს იცოდა. უკვე ჰქონდა ინფორმაცია. უკვე ჰქონდა ინფორმაცია გეოპოლიტიკურ ესკალაციაზე.- მიუხედავად იმისა რომ რესეთ- უკრაინის ომი დაწყებული იყო, მაშინ, რას გამოიწვვდა ეს ომი ძალიან ცოტა ადამიანი ხვდებოდა."- განაცხადა ვაკა გორგილაძემ.
ვაკა გორგილაძის თქმით, თუ პირველი კატეგორია საგონებელშია ჩავარდნილი, არის მეორე ჯგუფი სოცქსელში, ე.წ. პოპკორნის გიფებივით და დღეს ყველა პოლიტიკური პროცესი "ოცნებაში" ხდება.
„როდესაც ამას უყურებ, პირველი რაზეც ფიქრობ არის ის, რომ თუ რამე ხდება, ხდება ოცნებაში- კორუფცია, რომელსაც თავდ "ოცნება" ებრძვის, ოცნება გამოდის ფასების შემცირების ინიციატივით და აკეთებს ამას, იღებს რაღაც რეფორმას და ახორციელებს. ყველაფერი რაც ხდება, ხდება ოცნებაში. კარგიც და ცუდიც. პოლიტიკური ცხოვრება არის "ოცნებაში."
მეროე ჯგუფი კი თავად არის პოპკორნად ქცეული, არიან პოლიტიკური ცხოვრების პერიფერიაზე და თავად ირჩევენ დამკვირვებლის როლს"- განაცხადა ვაკა გორგილაძემ.
0
0