
„ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ, - ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
პოლონეთის საგარეო უწყების ცნობით, „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები - იოჰან ვადეფული, ჟან-ნოელ ბარო და რადოსლავ სიკორსკი ვაიმარში, აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატის 35-ე წლისთავს აღნიშნავენ.
მინისტრები უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების საკითხებს, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და საქართველოში არსებულ ვითარებას და ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს განიხილავენ.
პოლონური მედიის ცნობით, მინისტრებმა მოლაპარაკებები ოთხშაბათს საღამოს დაიწყეს, ხოლო დღეს ისინი თიურინგიის მხარის პრემიერსა და ვაიმარის მერს შეხვდებიან.
0
0