
სომხეთში „ტრამპის მარშრუტის“ გახსნა საქართველოს არავითარ საფრთხეს არ შეუქმნის და არც რაიმე დანაკარგები ექნება, პირიქით, საქართველოს მნიშვნელობა გაიზრდება, – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა, განაცხადა.
,ხაჩატურიანის თქმით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ახალი შესაძლებლობები გაიხსნება სომხეთისთვის, თურქეთისთვის, ირანისთვის, აზერბაიჯანისთვის და რუსეთისთვისაც კი. სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა , რომ თბილისში შეხვედრების დროს ქართველი ოფიციალური პირებისგან „ტრამპის მარშრუტთან“ დაკავშირებით შეშფოთება არ მოუსმენია.
„ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული: თუ გვსურს ჭეშმარიტად მშვიდობიანად ცხოვრება, თუ გვსურს მეზობლებთან პრობლემების გადაჭრის გზით წასვლა და არა მათი გამწვავების გზით, ჩვენ წარმატებას მივაღწევთ. თუმცა, მზად თუ არ ვიქნებით, მაშინ პრობლემები შეგვექმნება და აღმოვჩნდებით იმ გარემოში, რაც ადრე არსებობდა“, – აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.
ხაჩატურიანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, დახმარება გაუწიოს სხვადასხვა საკითხს, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებას.
0
0