30/04/2025
09:56

სადგურის მოედნის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო, განცხადება გაავრცელა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კლინიკა "ჰელსიკორის" ადმინისტრაციამ.
"ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, კლინიკაში ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, პაციენტები გადანაწილებულნი არიან თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში და არიან უსაფრთხოდ", - იტყობინება "ჰელსიკორი" და აღნიშნავს, რომ დღეისთვის დაგეგმილი გეგმური პროცედურები კლინიკაში აღარ ჩატარდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, საავადმყოფოს ადმინისტრაცია დაინტერესებულ პირებს კლინიკის ცხელ ხაზზე დაკავშირებას ურჩევს.
"კლინიკის ცხელი ხაზი: 574 060 533
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: 112
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ აქ და მყისიერად გიპასუხებთ", - აღნიშნულია "ჰელსიკორის" განცხადებაში.
0
0