30/04/2025
09:36

ვაგზლის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მეხანძრე-მაშველების ჯგუფების მიერ დროულად მოხდა რეაგირება და ადგილზე დაიწყო სალოკალიზაციო სამუშაოები.
„112“-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო „ბორჯომის ვაგზლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მეხანძრე-მაშველების ჯგუფების მიერ დროულად მოხდა რეაგირება. დაიწყო სალოკალიზაციო სამუშაოები. ხანძარის ლოკალიზება დროულად მოხდა. ასევე მოხერხდა მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია. ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია.
ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს. ხანძრის გამომწვევ მიზეზს რაც შეეხება, ამას სჭირდება შესაბამისი მოკვლევა“, – აღნიშნა ლევან მუსელიანმა.
ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი დღეს რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.
ფოტო- საზოგადოებრივი მაუწყებელი
0
0