-share.jpg)
როგორც ჩანს, კრემლსა და არაოფიციალური გასაიდუმლოებული რუსული სამხედრო ჯგუფის დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს, შორის დაძაბულობა გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ ჯგუფი უკრაინაში მიმდინარე ომშია ჩართული.
ამავდროულად, პრიგოჟინი პუტინის ადმინისტრაციას რუსეთში YouTube-ზე წვდომის დაშვების გამო აკრიტიკებს.
როგოორც ცნობილია, უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვი ზღუდავს უცხოურ მედიასა და სოციალურ ქსელებზე წვდომას საინფორმაციო სივრცის კონტროლის მიზნით. თუმცა, რუსეთში YouTube კვლავ ხელმისაწვდომია.
„YouTube არის ჩვენი დროის საინფორმაციო ჭირი“, - აღნიშნა პრიგოჟინმა.
პრიგოჟინმა მტკიცებულებების გარეშე განაცხადა, რომ პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოების 40% "პოლიტიზებული და რუსეთის წინააღმდეგ მიმართულია".
„პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, „Staraya“-ს მოედანზე, უამრავი ხალხია, რომლებიც მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობენ: რუსეთმა ომი რაც შეიძლება მალე წააგოს, შემდეგ ამერიკელები მოვიდნენ და მათ, რაც შეიძლება მალე გვმართონ. ისინი, ვინც YouTube-ის დახურვის წინააღმდეგი არიან, ჩემი აზრით, თავიანთი ხალხისა და ქვეყნის, რუსების წინა და მომავალი თაობის მოღალატეები არიან. ისინი ცხოვრობენ ან ისვენებენ საზღვარგარეთ, იქ ბავშვებს ზრდიან და პრეტენზია აქვთ მაღალ ღირებულებებზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველანაირად მხარს უჭერენ დასავლეთს და მისით იკვებებიან,“ - განაცხადა პრიგოჟინმა.
პრიგოჟინი სულ უფრო მეტად აკრიტიკებს მოსკოვს უკრაინაში ომის წარმოების გამო და, როგორც ჩანს, ის ცდილობს, საკუთარი თავი ოპოზიციურ სამხედრო ხელმძღვანელად წარმოაჩინოს.
დაძაბულობა გამწვავდა ბოლო რამდენიმე დღის შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქი სოლედარი დაიკავეს, მაგრამ უწყებას არ უხსენებია „ვაგნერის“ ჯგუფის ძალები, რომლებიც იქ იბრძოდნენ. შემდეგ პრიგოჟინმა საჯაროდ განაცხადა, რომ მოსკოვი მისი ჯგუფის როლის მინიმუმამდე დაყვანას ცდილობს.
0
0