24/06/2023
12:31
მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ვაგნერელები "მოძრაობენ ჩრდილოეთით, ვორენეჟის ოლქის გავლით, თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აპირებენ მოსკოვში შესვლას".
ვორენეჟი მდებარეობს დედაქალაქ მოსკოვსა და დონის როსტოვს შორის. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაგნერმა დონის როსტოვში ძირითადი ადგილების აღება შეძლო. Reuters კი რუსული სპეცსამსახურების წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვორონეჟში ვაგნერის დაქირავებულმა სამხედროებმა კონტროლი ყველა სამხედრო ობიექტზე მოიპოვეს.
უწყება მიმდინარე მოვლენებს რუსეთისთვის უკანასკნელ წლებში "ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად აფასებს".
სამინისტროს ცნობით, ვაგერელები "დროებით ოკუპირებული უკრაინიდან რუსეთში სულ მცირე ორ ადგილას გადავიდნენ".
"უახლოეს საათებში, რუსეთის უშიშროების ძალების, განსაკუთრებით კი რუსეთის ეროვნული გვარდიის ერთგულება იქნება მთავარი ფაქტორი, თუ როგორ განვითარდება კრიზისი. ეს უკანასკნელი ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა რუსეთის სახელმწიფოსთვის". - ვკითხულობთ ანგარიშში.
0
0