03/06/2024
17:42
ბადაგონი
“ღვინო გუნდური თამაშია. მას მარტო ვერ გააკეთებ. საჭიროა თანამონაწილეობა ვენახს, მარანსა და ლაბორატორიას შორის, რათა შეეცადო, გაიგო და გააძლიერო კავშირი ნიადაგსა და ვაზის ჯიშს შორის. ეს გააკეთა „ბადაგონმა“”, - ამბობს იტალიელი ენოლოგი, დონატო ლანატი, ჟურნალ Homeland Of Wine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც კომპანია “ბადაგონის” წარმატების ფორმულაზე საუბრობს.
დონატო ლანატის თქმით, ცნობილია, რომ კომპანიას სწორედ ადამიანები ქმნიან, ავითარებენ და ხაზს უსვამენ ქვეყნის მნიშვნელობას ღვინის მაღალი ხარისხის მეშვეობით. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი „ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაიაა, რომელსაც უკავშირდება კიდეც ამ ბრენდის წარმატების ისტორია, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
„„ბადაგონის“ წარმატების ფორმულა უპირველეს ყოვლისა უკავშირდება საქართველოს, შემდეგ კომპანიის გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჯერა „ბადაგონის“. ცნობილია, რომ კომპანიას სწორედ ადამიანები ქმნიან, ავითარებენ და ხაზს უსვამენ ქვეყნის მნიშვნელობას ღვინის მაღალი ხარისხის მეშვეობით. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი გიორგი სალაყაიაა, რომელსაც უკავშირდება კიდეც ამ ბრენდის წარმატების ისტორია, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ვაღიარებ მის უტყუარ ინტუიციას “ბადაგონის” დიდ წარმატებაში.“ - ამბობს დონატი ლანატი და აქვე დასძენს, რომ ეს არის კომპანია, რომელიც დღეს, ტექნოლოგიებით, ინოვაციებითა და პროდუქციით, თავისუფლად შეიძლება შურის საგანიც კი გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის.
„„ბადაგონში“ ყველა მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა ღვინის მარნის პროექტი, გადამზადდა პერსონალი, ხარისხის კონტროლისთვის კი თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია აშენდა. ეს ყველაფერი მიზნად კომპანიის საერთაშორისო დონეზე აყვანას ისახავდა.
ღვინო გუნდური თამაშია. მას მარტო ვერ გააკეთებ. საჭიროა თანამონაწილეობა ვენახს, მარანსა და ლაბორატორიას შორის, რათა შეეცადო, გაიგო და გააძლიერო კავშირი ნიადაგსა და ვაზის ჯიშს შორის. ეს გააკეთა „ბადაგონმა“. დაუმატეთ ამას ულამაზეს ეტიკეტიან ბოთლებში ჩამოსხმული მაღალი ხარისხის ღვინოები და მიიღებთ შედეგს, რომლითაც შესაძლებელი გახდა მსოფლიოს გაოცება. „ბადაგონში“ თავიდანვე მიხვდნენ, რომ ეს იყო წარმატების გზა. ეს არის კომპანია, რომელიც დღეს, ტექნოლოგიებით, ინოვაციებითა და პროდუქციით, თავისუფლად შეიძლება შურის საგანიც კი გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის. გიორგიმ შეძლო, არა მხოლოდ “ბადაგონის” და ალავერდის, არამედ მთლიანად, ქართული ღვინის პოპულარიზაცია მსოფლიოში. ეს მისი სამეწარმეო უნარებისა და დიდი ქარიზმის დამსახურებაა. მისი შორსმჭვრეტელობა და უნარი, განსაზღვროს რა არის კარგი, მნიშვნელოვანი და სახასიათო, ყოველთვის დადებითად მოქმედებს მის გარემოცვაზე". - აცხადებს დონატო ლანატი.
0
0