
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები ფინეთის პრემიერ-მინისტრს სანა მარინსა და ევროპულ საქმეთა მინისტრ ტიტი ტუპურაინენს ხვდებიან.
როგორც ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ტიტი ტუპურაინენმა აღნიშნა, მოხარულია, რომ ფინეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მასპინძლობენ.
მისივე თქმით, აფასებენ საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს ევროპული გზა.
„ჩვენ მოხარულები ვართ, ფინეთში ვუმასპინძლოთ საქართველოს პარლამენტის სპიკერს. ძალიან სასიამოვნოა მასთან მოლაპარაკებების გამართვა ევროპაში არსებულ ამჟამინდელ სიტუაციაზე. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს თავისი ევროპული გზა და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს იმ რეფორმებს, რომელთა გატარებაც ქვეყანას სურს თავისი მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა ტიტი ტუპურაინენმა.
0
0
23 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
19/12/2025
ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
19/12/2025