14/03/2022
12:11
მსოფლიო
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოლაპარაკებების გაგრძელებას აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებასთან დაკავშირებით.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს 2022 წლის 12 მარტს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, ისევე როგორც მის შედეგებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოლაპარაკებების გაგრძელებას აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების დაცვით“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
0
0