09/01/2025
13:19
პოლიტიკა
ვადასტურებ, მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, მექნება მაღალი დონის შეხვედრები - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს საშუალებები გამოვდეთ ამ იზოლაციიდან, მე მაქვს ეს როლი და ამ როლს ვასრულებ სრულყოფილად, მაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური კავშირები ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან და თქვენ იცით და დღეს, მე ახლა ამას ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. თქვენ იცით, რომ არის სხვადასხვა ვარიანტები ინაუგურაციაზე მოწვევის, რომელშიდაც არავინ ფულს არ იხდის სხვათა შორის, თუ არა და რომ ყოფილიყო ალბათ სხვებსაც ბევრს აქვს ჩემზე მეტი რესურსი, რომ გადაიხადოს ეს თანხები, მაგრამ ეს ხუმრობა დავტოვოთ გვერდზე, მთავარი ისაა, რომ მივდივარ იქ, მექნება მაღალი დონის შეხვედრები და ვაგრძელებთ ამ ურთიერთობებს ჩვენ პარტნიორებთან" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოს კონსტიტუცია ფეხქვეშ არის გათელილი.
„ჩვენ ვიწყებთ 2025 წელს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც საქართველოს არ ჰქონია ძალიან ბევრი წელია, შეიძლება არც ჰქონია ამ ახლო წარსულში. პრაქტიკულად, ჩვენი სახელმწიფო, რომელიც შენდება და შენდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ, დღეს დაშლის პირას არის, რამეთუ ყველა მისი ინსტიტუტი და პირველ რიგში, კონსტიტუცია აღარ არსებობს, კონსტიტუცია ფეხქვეშ არის გათელილი არა მხოლოდ იმ ცნობილი მუხლის გამო, რომელიც ასახავს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
0
0