09/03/2023
12:34
პოლიტიკა
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ ახლა ასეთ დროს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არასწორია.
ანალიტიკოსის განცხადებით, არასწორი მოთხოვნების დაყენება არაფრის მომცემია.
„ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, ვფიქრობ, არ არის სწორი და აი, რატომ:
1. პოლიტიკური პარტიები არ არიან მზად არც შინაარსით, არც ადამიანური რესურსით, არც რეპუტაციით
2. ევროპა ჩვენთან ხელისუფლებების ცვლით კი არ არის დაინტერესებული, არამედ დემოკრატიის განმტკიცებით, რაც გულისხმობს ხელისუფლების ძალაუფლების შემზღუდავი უნარების გამომუშავებას საზოგადოებაში და არა უბრალოდ ხელისუფლებების ცვლას, რადგან რისკი იგივე დარჩება
ამიტომ... არასწორი მოთხოვნების დაყენება უბრალოდ არაფრის მომცემია.
ხალხმა ძალაუფლება უნდა შეზღუდოს და მართოს მაქსიმალური ზემოქმედებით და წნეხით ხელისუფლებაზე“, - წერს არჩილ გამზარდია.
0
0