
სენაკში არსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია - "ვაჩუქოთ ერთმანეთს სიკეთე" უკვე წლებია, სოციალურად დაუცველ ადამიანებს სენაკში და სენაკის სოფლებში ეხმარება.
იდეიის ავტორები სენაკელი ახალგაზრდები ანა ბაკურაძე და ნათია ჯიქიძე არიან.
ორგანიზაციამ საზოგადოების დახმარებით, უკვე რამდენიმე ათას ოჯახს გაუწია დახმარება. სოციალურად დაუცველი 50-მდე ბავშვისთვის კი საახალწლო ღონისძიება გამართეს.
"წლებია, ჩვენ, კეთილი ადამიანების თანადგომით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვეხმარებით სენაკში და სენაკის მუნიციპალიტეტში. ზოგადად, ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ... განსაკუთრებით დღესასწაულებზე. საახალწლოდ ნამდვილად ჯადოსნური ღონისძიება მოვუწყეთ ჩვენს პატარა მეგობრებს, სოციალურად დაუცველი 50-მდე ბავშვი გავახარეთ. მათ ის საჩუქრები გადავეცით, რაც თვითონ სურდათ, მათ ოჯახებს კი - საკვები პროდუქტით დავეხმარეთ. ბავშვებს ეს დღე ანიმატორებმა და თოვლის ბაბუამ გაულამაზეს... ეს ყველაფერი კი, კეთილი ადამიანების, მათი შემოწირულობით გაკეთდა", - აცხადებს ანა ბაკურაძე.
0
0