22/12/2022
18:16
მსოფლიო
ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ტელეგრამზე წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მას დიდი ეროვნული მნიშვნელობის ამოცანების ეფექტიანი გადაწყვეტისთვის ჯილდო გადასცა.
"მეგობრებო! რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ჩემი დიდი წვლილისთვის და დიდი ეროვნული მნიშვნელობის ამოცანების ეფექტიანი გადაწყვეტისთვის, დაჯილდოებული ვარ მაღალი ჯილდოთი - ალექსანდრე ნეველის ორდენით.
სამშობლოს საკეთილდღეოდ სამსახურში ჩემი მოკრძალებული ღვაწლის ასეთი შეფასება ჩემთვის დიდი პატივია. უზომოდ ვამაყობ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდო მივიღე უზენაესი მთავარსარდლის ხელიდან, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ნამდვილი ლიდერისა და ჭეშმარიტი პატრიოტის ნათელი მაგალითია!
თავის მხრივ, შემიძლია დავარწმუნო უზენაესი მთავარსარდალი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მუშაობის ტემპის შენელებას. უფრო მეტიც, მსოფლიოში არსებული ვითარება და არამეგობრული ქვეყნების აგრესიული დამოკიდებულება გვაიძულებს გავაორმაგოთ ძალისხმევა ქვეყანაში სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს პრეზიდენტს ჯილდოსთვის და ნდობისთვის! დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ლიდერით ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ნებისმიერ სირთულეს, რადგან მისი პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია რუსეთის მრავალეროვნული და მრავალკონფესიური ხალხის კეთილდღეობაზე“, - წერს კადიროვი.
0
0