
საფრანგეთში მცხოვრები პოლიტიკოსი გოგი წულაია 7-9 მარტს აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის დაკავების საკითხს გამოეხმაურა და აქტივისტს სოლიდარობა გამოუცხადა.
„ლაზარეს თემას მინდა გამოვეხმაურო. უზნეობის აპოგეაა. ვიმეორებ, უზნეობის აპოგეაა, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს. ხელისუფლება ცდილობს რომ ხაზი გაუსვას მის ბერძენობას, მის არაქართველობას, ხაზი გაუსვას იმას რომ თურმე ტატუ აქვს.
ამ სისულელეებზე ხაზგასმა და გათვლა იმაზე, რომ „ასეთი მოწინააღმდეგეები ჩემ მხარეზე იქნება“, დანაშაულია საქართველოს წინაშე. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ლაზარეს და მოვუწოდო ყველას - აუცილებლად მივიდეთ, აუცილებლად დავიცვათ ლაზარეს თავისუფლება, რადგან მის თავისუფლებაზე გადის თქვენი, ყველასი თავისუფლება“, - აცხადებს წულაია თავის ვიდეომიმართვაში.
ცნობისთვის, თავად გოგი წულაიასაც პატიმრობა აქვს მისჯილი. თებერვალში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და გოგი წულაია დამნაშავედ ცნო სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში და მას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. წულაია ამჟამად საფრანგეთში იმყოფება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა თქვა, რომ იგი უცხოეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავდა.
0
0