25/04/2023
13:09
პოლიტიკა
უზენაეს სასამართლოსთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, სანამ სასამართლო სისტემა არ იქნება დამოუკიდებელი, ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხეშია.
მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ დასანქცირებული მოსამართლეების გარდა, არიან სხვა მოსამართლეებიც, რომლებიც მიკერძოებულები არიან.
"სანამ ესა ადამიანები წარმოადგენენ რუსულ კლანს სასამართლო ხელისუფლებაში და არ მოშორდებიან სასამართლოს, მანამდე ჩვენს ქვეყანას არც დემოკრატიული, არც ევროპული მომავალი არ აქვს. ეს კარგად ჩანს არა მარტო ჩვენს მოთხოვნებში, არამედ საერთაშორისო პარტნიორების მიერ მათ სანქცირებაში და მათ მიერ ღიად გამოხატულ პოზიციებში", - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი ფავლენიშვილმა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024