
უზბეკური ავიაკომპანია Centrum Air საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს. ავიაკომპანია ტაშკენტიდან ფრენებს თბილისის და ბათუმის მიმართულებით განახორციელებს.
Centrum Air ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ფრენებს პირველი აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შეასრულებს, ავიარეისები ტაშკენტსა და ბათუმს შორის კი 7 მაისს დაიწყება და ისინი ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება.
Centrum Air ბაზარზე ერთი წელია, რაც ოპერირებს და პირველი კერძო უზბეკური ავიაკომპანიაა, რომელიც პოზიციონირებს როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია.
Centrum Air სპეციალიზებულია ფრენებზე ცენტრალური აზიის, დსთ-ს ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. მისი ფლოტი მოიცავს Airbus-ის მიერ წარმოებულ 5 თვითმფრინავს.
0
0