-share.jpg)
გუშინ რაც ვიხილეთ, საერთო არაფერი ჰქონდა სიტყვის თავისუფლების მოპოვების მცდელობასთან. ყველასთვის ნათელი იყო, რომ ცოტა სხვა პოლიტიკური ქვეტექსტები გააჩნდა, ვიღაცას ნებსით, ვიღაცას უნებლიეთ, მაგრამ სწორედ ეს იყო იმ ხალხის ძირითადი მიტივაცია, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, როცა აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შევიდნენ.
სარჯველაძის თქმით, ყველასთვის გასაგებია, რომ „ასეთი მეთოდებით, უხეში ჩარევებით, იძულებით, ხელის გადაგრეხვით არ შეიძლება კეთდებოდეს არც პოლიტიკა, არცერთი რამ საქართველოში“.
„ყველამ ანგარიში უნდა გაუწიოს, რომ რაც ვიხილეთ პირველი არხის პირდაპირ ეთერში, არ იყო ის, რაც შეეფერება ცივილიზებულ საზოგადოებას. ვცდილობ, მაქსიმალურად რბილი და კორექტული ვიყო ამ შეფასებებში, რადგან შესაძლოა, იქ იყო ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერში მონაწილეობდა და კარგად გაცნობიერებული არ ჰქონდეს, რა ტიპის მოვლენასთან გვაქვს საქმე. არ მინდა, ოდესმე დავუშვა, რომ საქართველოში იმ ძალებს, ვინც ასეთ აქტივობებს გეგმავენ, რეალურად ჰქონდეთ ძალაუფლება, რომ შემდეგ უკვე სრულფასოვანი ძალაუფლებით გაუსწორდნენ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს. გაათმაგებული იგივე მეთოდებით, როგორიც ვიხილეთ გუშინ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
0
0